6/25/2018

ბიორკი

ბიორკი ნეტავ ვინმემ თუ იცის, სინამდვილეში ვინ არის ბიორკი? ალბათ სხვა
სამყაროდან მოვლენილი არსება, რომელიც უნიკალური მონაცემებით არის დაჯილდოვებული, რომელსაც განუმეორებელი ხმა აქვს, რომელსაც სრულიად განსხვავებული, უამრავი ჟანრის მომცველი მუსიკა აქვს, რომელსაც ყველაზე ექსტრაორდინალური სტილი აქვს და რომლის მუსიკა და ვიდეო კლიპები სცდება ჩვენი სამყაროს ერთფეროვნებას და სხვა სამყაროში გადაჰყავხარ.
ბიორკი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი (Björk Guðmundsdóttir) 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში დაიბადა. ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრას, ვოკალს. მისმა ხმამ ყურადღება მიიქცია და რადიოში ჩასაწერად მიიწვიეს. 1977 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რომლის დიდ ნაწილს პოპულარული ჰიტებისა და ფოლკლორული სიმღერების ქავერ-ვერსიები შეადგენდა. ბიორკის შემოქმედება მრავალ ჟანრსა და სტილს განეკუთვნება. მათ შორისაა ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, ინდი-პოპი, ტრიპ-ჰოპი, modern classic, IDM. ბიორკი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. 1999 წელს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო მთავარ როლში ფილმში "სიბნელეში მოცეკვავე". ასევე მომღერალმა დაწერა ფილმისთვის მუსიკა. 2000 წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მთავარი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" მიიღო. ბიორკმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
წყარო: https://ka.wikipedia.org


No comments:

Post a Comment