ფრანც იოზეფ ჰაიდნი
ფრანც ოზეფ ჰაიდნი დაიბადა 1732წელს სოფელ რორაუში ვენის მახლობლად, ხელოსნის ოჯახში. პატარა ჰაიდნს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი. ჰაიდნის შესანიშნავი ხმა ადრეულ ასაკშივე შენიშნეს და იგი ჰამბურგის საეკლესიო გუნდში ჩარიცხეს. იგი ღტულ სოლო ნომრებს ასრულებდა. ტაძრის სკოლაში ბავშვებს ძალიან ღტულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. სწავლის პერიოდში ჰაიდნმა დაიწყო ნაწარმოებების წერა, მაგრამ პედაგოგებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს და 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი გაკვეთილი მისცეს კომპოზიციაში.
1761 წელსჰაიდნი მიიწვიეს ქ.ეიზენშტატში უნგრელი თავადის ესტერჰაზის სასახლეში გუნდის და ორკესტრის ხელმძღვანელად. აქ მნა 30 წელი დაჰყო კაპელმეისტერის თანამდებობაზე. იგი თავადის გემოვნებით ქმნიდა ნაწარმოებებს: სიმფონიებს, ოპერებს, კვარტეტებს. მას საშუალება ჰქონდა ახლადშექმნილი ნაწარმოებები მაშინვე მოესმინა ცოცხალი შესრულებით, რაც ბევირ გამოსწორების საშუალებას აძლევდა.
ჰაიდნისათვის უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენდა მოცარტთან ერთად კვარტეტის შესრულება.
1791 წელს ჰაიდნი 60 წლის იყო.ამ დროს გარდაიცვალა თავადი ესტერგაზი. მის მეუღლეს არ უყვარდ მუსიკა და მუსიკოსები დაითხოვა. ჰაიდნს პენსია დაუნიშნა. ამის შემდეგ ჰაიდნი თავისუფალი მუსიკოსია და მან კონცერტებით მოიარა ინგლისი. ინგლისში ჰაიდნი უდიდესი წარმატბით სარგებლობდა. მას მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო წევრის წოდება. ლონდონელთა დაკვეთით მან 12 ლონდონის სიმფონია დაწერა.
ლონდონიდან დაბრუნებისას იგი შეჩერდა გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც გაიცნო ახალგაზრდა ბეთჰოვენი, რომელსაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ვენაში რომ დაბრუნდა, მას მოცარტუ უკვე გარდაცვლილი დახვდა. ვენაში მან დაწერა ორი ორატორია: "სამყაროს შექმნა" და "წელიწადის დრონი"
1809წელს ჰაიდნი ქალაქ ვენაში გარდაიცვალა. შემდეგ მისი ნეშტი ქ. ეიზენშტატში გადაასვენეს სადაც მან თავისი ცხოვრების ძირითადი წლები გაატარა.
ანტონიო ვივალდი
ვივალდი ყველა ჟანრის მუსიკას წერდა, შექმნა 40-მდე ოპერა,მაგრამ ყველაზე ცნობილია მისი 500-მდე კონცერტი, რომელთა დიდი ნაწილი ვიოლინოსთვისაა განკუთვნილი. მას შქმნილი აქვს კონცერტები ფლეიტისთვის, ჰობოისთვის, ფაგოტისთვის, ბლოკ ფლეიტისა და მანდოლინისთვის, ზოგ მათგანს აღწერითი სახელწოდება აქვს. მაგ: პროგრამული სიმფონია" წელიწადის ოთხი დრო". "ნადირობა", რომელთა მუსიკა გვაჯადოებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განწყობით.
ვივალდის ნაწარმოებები დღესაც ძალზე პოპულარულია.
ზაქარია ფალიაშვილი
ზაქარია ფალიაშვილი
პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.
მამამისი კათოლიკური ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ (ზაქარიას ძმა) და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, 1887-იდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილისგუნდში. 1891-დან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 - თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896-დან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.
1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა „აბესალომ და ეთერზე“, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1918-იდან) და დირექტორი (1919, 1923, 1929-1932) წლებში. შექმნა ოპერები - „დაისი“(1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და „ლატავრა“ (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), „საზეიმო კანტატა“ (1927) და სხვა.
წყარო: wikipedia

No comments:
Post a Comment