საწრეო მუშაობის
რეფლექსია
2018 წლის II სემესტრში შეიქმნა გიტარის წრე
სახელწოდებით „სიმი“. წრეში გაერთიანდნენ VIII_IX კლასის 8 მოსწავლე. წრის მეცადინეობა ტარდებოდა კვირაში
1 სთ,პარასკევს მეექვსე გაკვეთილის შემდეგ.წრეზე შესასწავლი თემები წინასწარ იყო გაწერილი
თემატურ გეგმაში, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეთა სიმღერის უნარ-ჩვევების და ინსტრუმენტზე
შესრულების ტექნიკის შესწავლას.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება ე.ს.გ. მოთხოვნების მიხედვით მუსიკაში.საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განივითარონ გიტარაზე დაკვრის ,შემოქმედებითი, თანამშრომლობითი
და სიმღერის უნარ-ჩვევები.მოსწავლეებს შეეძლებათ
აკომპანიმენტი გაუწიონ საყვარელ სიმღერას.
ყოველი შეხვედრისას, ვაწვდიდი მოსწავლეებს ინფორმაციას
რას შეისწავლიდნენ , როგორი აქტივობებით და რა შედეგზე გავიდოდნენ.
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეების დიდ ინტერესს იწვევდა საკრავი
გიტარა.
ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებში გამეღვიძებინა
დიდი ინტერესი საკრავისადმი, ვცდილობდი გამომემუშავებინა მოსწავლეებში ნებისყოფა და
შრომისმოყვარეობა.
მოსწავლეები ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე,თუმცა
ხელს გვიშლიდა ის ფაქტი,რომ რამდენიმე მოსწავლეს არ ჰქონდა ინსტრუმენტი და სახლში მეცადინეობას
ვერ ახერხებდა სათანადოდ.მას უწევდა სკოლაში მეცადინეობა.
მიუხედავად ამისა საწრერო მუშაობამ მიაღწია მიზანს
და ხელი შეუწყო, როგორც საკრავის პოპულარიზაციას,
ასევე გაიზარდა ინტერესი საგნის(მუსიკა) მიმართ და მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში
გაწევრიანების სურვილი.
No comments:
Post a Comment