პითაგორა მუსიკით მკურნალობის ფუძემდებლად ითვლება , რომელიც ავადმყოფებს ქნარზე(ლირაზე) შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. კვლევებით დასტურდება, რომ მელოდიით გამოწვეული სასიამოვნო ემოციები აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტიურობას, აუმჯობებესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას. მუსიკის ქვეშ ეწყობა ორგანიზმის რიტმი, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური რეაქციები ხდება ეფექტური. ამის შედეგად უმჯობესდება განწყობა, შრომისუნარიანობა, იკლებს ტკივილის მგრძნობელობა, აღდგება ნორმალური გულისცემა, სუნთქვა. მუსიკას რომ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, უკვე უდავო ფაქტია, არის ისეთი მუსიკა, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას იწვევს ჩვენში, მიზნად ისახავს გრძნობათა აშლას ჩვენში, ადამიანი გადაჰყავს სიხარულის, კმაყოფილების, სიამოვნების და ტკბობის მდგომარეობაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მუსიკის გავლენით ნეგატიური სურვილები ძლიერდება, აი მაგალითად, ვუდი ალენი ამბობს: ,,ვაგნერს რომ ვუსმენ, პოლონეთის დაპყრობა მინდებაო”…
მუსიკა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებსა და მცენარეებზეც კი. მცენარეები და ცხოველები უპირატესობას ჰარმონიულ მუსიკას ანიჭებენ. დელფინებს სიამოვნებთ კლასიკურ მუსიკა, განსაკუთრებით ბახი… ხოლო ზვიგენები ექსპერიმენტის დროს, როგორც კი გაიგებდნენ კლასიკურ მუსიკას, გროვდებოდნენ მთელი ოკეანის სანაპიროზე.მცენარეები და ყვავილები კლასიკური მუსიკის ქვეშ სწრაფად შლიან თავიანთ ფურცლებს.
თუ ჩამოვთვლით კომპოზიტორებს, რომელთა მუსიკაც კეთილად მოქმედებს ადამიანის გუნება–განწყობილებაზე, მაშინ სიაში პირველი აღმოჩნდება მოცარტი. თერაპიული ზემოქმედება აქვს აგრეთვე ბახის, ვივალდის, ბეთჰოვენის, შუბერტის მელოდიებს. ამიტომაც იყენებენ მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვის, გიოარსი ამბობს :,,ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზე აიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული”…
ჯერ კიდევ 1944 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მუსიკალური თერაპიის პროგრამა დააარსეს – მას შემდეგ 60 წელიწადი გავიდა და მუსიკალური თერაპია სოლიდურ მეცნიერებად იქცა.
იგი ორი მიმართულებისგან შედგება: მუსიკის მოსმენა და მისი შექმნა. მუსიკალურ თერაპიას სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე ყველა ადამიანის დახმარება შეუძლია – დაწყებული ბავშვებით და დამთავრებული მოხუცებული ადამიანებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ჯანმრთელია, მუსიკა სულიერი წონასწორობის აღდგენაში ეხმარება და დიდი ხნით დადებითი ენერგიით ”დამუხტვას” უწყობს ხელს. მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება სკოლაში, საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში."
წყარო: https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/rogor-kurnavs-khelovneba/musikis-dzala-da-gavlena

No comments:
Post a Comment