1/23/2018

თავისუფალი გაკვეთილი



პროექტი "კინო სკოლაში"

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
      სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.შინდისის საჯარო სკოლაში ,საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს“საგრანტო დაფინანსების „ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „კინო სკოლაში“, რომელიც მიმდინარეობდა19.05.2017   24.11. 2017წ ჩათვლით,მუსიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით
  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კინოხელოვნების ეროვნული კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საშუალებით მოზარდების სააზროვნო და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-განვითარება.  პროექტის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მოსწავლის დაინტერესება  და ჩართვა.
პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო მე-7, მე-8 კლასიის მოსწავლეები (30 მოსწავლე), მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიწვია პროექტულმა სწავლებამ, რადგან თავისუფალი გაკვეთილები მკვეთრად განსხვავდებოდა სტანდარტული გაკვეთილებისგან. სულ ჩატარდა 18 ჩვენება, ძირითადი აქტივობა იყო კინოფილმების ჩვენება, რომლის შემდგომ იმართებოდა დისკუსიები, აფიშების დახატვა და პლაკატების დამზადება.
პროექტში გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ანალიტიკური და ესთეტიკური აღქმის უნარების და მსჯელობის უნარის განვითარებას. მოსწავლებმა გაიღრმავეს ინტელექტუალური ცოდნა, შემოქმედებითი, კომუნიკაციის და კრიტიკული უნარ-ჩვევები.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის
საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი მაკა სეხნიაშვილი



ჩემი მოსწავლეების საყვარელი კორდინატორი ნანა უგულავა.




                       

                                                 

საწრეო მუშაობის განცხადება

                                   

                                     გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ   ე  ბ  ა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში 25 იანვრიდან

იხსნება გიტარის წრე-"ს ი მ ი ".(უფასო)

 წრე განკუთვნილია VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ მეორე სემესტრის მანძილზე.

ხელმძღვანელი -მაკა სეხნიაშვილი.