ექსკურსია პროექტი "მე და მუზეუმი"
რეფლექსია
სასწავლო ცხოვრებაში წარმატებული სწავლებისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები ,რომლებიც ე.ს.გ-ს წარმართავს.
მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა სასწავლო პროექტი”მე და მუზეუმი”რომლის წარმატებით განხორციელება განაპირობა როგორც მოსწავლეების დაინტერესებამ ასევე მშობლებთან აქტიურმა კომუნიკაციამ და თანამშრომლობამ.
მივაღწიე დასახულ მიზანს,რომელიც ითვალისწინებდა მუსიკის სტანდარტს შესაბამისი ინდიკატორებით.
ვახორციელებდი პროექტის განმავლობაში მონიტორინგს, მოსწავლეები იძიებდნენ ინფორმაცის,აკვირდებოდნენ ექსპონატებს გადმოსცემდნენ შთაბეჭდილებას მრავალფეროვანი ხერხებით.
საინტერესო იყო მათთვის საკრავების ვიზუალური დათვალიერება,საკრავების ტემბრის მოსმენა -გამოცნობა;სიმღერის და ცეკვის შესრულება;სხვადასხვა საგუნდო კოლექტივების მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერების ჩანაწერების ,საოპერო ნომრების მოსმენა .
ასეთი აქტივობებში ჩართულობა მოუხდათ მოსწავლეებს უშუალოდ არაფორმალურ გარემოში ,რაც მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას და თემისადმი დიდ ინტერესს, ავითარებს შემოქმედებით უნარებს.
პროექტის მსვლელობა წარიმართა საინტერესოდ,მოსწავლეთა ჩართულობით,აქტიურობით. ერთ-ერთი წარმატებული აქტივობა იყო პროექტის პრეზენტაცია,რადგან მოსწავლეებმა მოახდინეს მუზეუმში მიღებული ინფორმაციის დაჯგუფება,დახარისხება,შთაბეჭდილების გადმოცემა.შექმნეს ნამუშევრები, რაც წარმოადგინეს ნახატი და ნაძერწი ნიმუშების სახით.
ჩემთვის აღმოჩენა იყო ისიც,რომ მოსწავლეებმა ასაკის მიუხედავდ ზედმიწევნით კარგად გაიგეს დისკუსიის სტრუქტურა და წარმოების წესი.
აღნიშნული პროექტით მოსწავლეებმა ისწავლეს ინფორმაციის დაჯგუფება- დახარისხება,ერთ საგანში მიღებული ცოდნის მეორეში გამოყენება,მუზეუმში ქცევის წესების დაცვა,შთაბეჭდილების გადმოცემა სხვადასხვა ხერხით.
პროექტს , დაემატა საინტერესო აქტივობები,რომელიც შემოგვთავაზეს მუზეუმებმა. ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შემოგვთავაზა საინტერესო პრეზენტაცია „ჰიმნების“ შესახებ.მოსწავლეებმა მოისმინეს,გამოიცნეს მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნების შესახებ.შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი,ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ემოცია.

















































